გაკვეთილის გეგმა "უსუნო ყვავილი"

              გაკვეთილის გეგმა
                                                       მედეა ფიფია                                         2017 სასწ.წ)
გაკვეთილის მთავარი თემა
    „უსუნო ყვავილი“
სწავლების საფეხური
დაწყებითი-პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 23 მოსწავლე.   სსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალურობა
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ ბავშვებს განუვითარდებათ მსჯელობის უნარი, ანალიზის უნარი, ფანტაზიის უნარი, აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას,განუვითარდებათ ესთეტიკური გემოვნება,დაეუფლებიან აპლიკაციის შექმნის უნარს,  ჯგუფური მუშაობის  უნარებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები
ქართული:
·         ხმამაღლა  და გაბმით კითხვის დაუფლება.
·         დაფიდან გადაწერის უნარის გამომუშავება.
·          თამაშებში მონაწილეობა წესების დაცვით.
·         მეტყველებისას შესაბამისი ინტონაციის დაცვა .

შედეგები
ქართ.1.13.
·         მოსწავლეს შეუძლია დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
·         ქართ.1.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადექვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია, შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში
·         .ხმამაღლა კითხულობს  მარტივი წინადადებებით შედგენილ  მცირე ზომის ტექსტებს.



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ უსუნო ყვავილს:ყაყაჩოს,გვირილას,ტიტას. შეუძლიათ ამოიცნონ ზოგიერთი სურნელოვანი ყვავილი სუნით.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების რუბრიკა.კითხვა-პასუხი,გონებრივი იერიში,პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები,დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფანქრები,ყვავილები,ბალახოვანი მცენარე,ბუკები.




გაკვეთილის მსვლელობა-საკლასო მენეჯმენტი
 1 აქტივობა: 3წთ.
 გაკვეთილს დავიწყებ  ასოციაციური რუკის შედგენით.დავწერ დაფაზე სიტყვას „ყვავილი“. ბავშვები გადმოსცემენ თავიანთ ასოციაციებს.
2 აქტ.—3წთ.
გადავაშლევინებ წიგნებს და წავაკითხებ ბავშვებს გაკვეთილის სათაურს  „უსუნო ყვავილი.“  დავსვამ კითხვას: -       - თქვენი აზრით რაზე უნდა იყოს საუბარი ამ მოთხრობაში? ბავშვები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს. 
 ვნახოთ ვისი ნათქვამი გამართლდება?
3 აქტივობა--7წთ.
 - შემდეგ დავიწყებ ტექსტის კითხვას ნაწილ-ნაწილ. ბავშვები წინასწარ გამოთქვამენ   მოსაზრებებს  იმის შესახებ,  თუ როგორ განვითარდება მოვლენები. კითხვის ასეთი ფორმა  იწვევს ბავშვების ჩართულობას და დაინტერესებას.
ამის შემდეგ ტექსტს წავაკითხებ  ბავშვებს  ინდივიდუალურად ხმამაღლა.
4 აქტივობა-4წთ. 
ვიწყებთ ასეთ თამაშს: ბავშვებს ვუხვევ თვალებს. თვალახვეულებმა სუნით უნდა ამოიცნონ ყვავილები.
ეს თამაში ხელს შეუწყობს  ყვავილის აღქმას არამარტო ვიზუალურად არამედ სურნელით. მათ შორის შეხვდებათ უსუნო ყვავილებიც, რომლებსაც სუნით ვერ აღიქვამენ და მხოლოდ ვიზუალურად უნდა დაიმახსოვრონ.
 ბოლოს დავძენ, რომ არ შეიძლება დიდი რაოდენობით ყვავილების დაკრეფა, რადგან მცენარე თესლს აღარ გაიკეთებს და აღარ გამრავლდება.
5აქტივობა-4წთ
გავაანალიზებთ ანდაზას  „ ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“  გამოვიტანთ დასკნას- როგორი ამხანაგებიც გვყავს, ჩვენც მათ ვემსგავსებით.  ბავშვებს ვთხოვ გაიხსენონ სხვა ანდაზაც ამხანაგობაზე.თუ ვერ შეძლეს , მაშინ მე ვეუბნები: „ მითხარი ვინ არის შენი ამხანაგი და გეტყვი ვინა ხარ შენ“. ვამეორებინებ ანდაზებს და ვაზეპირებინებ.
6 აქტივობა-5წთ.
 ვწერთ საკლასო წერას. დაფაზე ვწერ ტექსტს;“ მწვანე მინდორს ამშვენებს: ტიტა, ზამბახი და მიხაკი.“(5 წთ)
7 აქტივობა-7წთ.
  წერის შემდეგ  გავაგრძელებ საუბარს. ვსვამ კითხვებს:
- ბავშვებო ვინ მეტყვით როგორი ადგილია მინდორი?
- ვინ ყოფილა მინდორში?
- რატომ გიყვართ მინდორში თამაში?
-გაზაფხულზე რა ამშვენებს მინდორს?
  -სად ჩაარჭო ყმაწვილმა უსუნო ყვავილი
-რა მიეცა უსუნო ყვავილს? რატომ?
-ვისი სიტყვები გაახსენდა ყმაწვილს? და ა.შ.
8 აქტივობა-2წთ
შეფასება,დავალების მიცემა
9აქტივობა-5წთ.
         ბავშვები ყვავილის სურათებს აფერადებენ ბუკის თანხლებით.
 


       





შეფასების რუბრიკა


შეფასების კრიტერიუმები
კარგი+
საშუალო v
უჭირს -
მსჯელობს, გამოთქვამს მოსაზრებას, ვარაუდს.
ამოიცნობს მცენარის ორგანოებს.
ამოიცნობს ყვავილებს სუნით, უსუნო ყვავილებს კი ვიზუალურად.
კითხულობს, წერს.
მუშაობს ჯგუფში.





Комментарии